ამერიკელი სენატორები მიიჩნევენ, რომ რუსეთს, ინტერპოლის ხაზით წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების მექანიზმის გამოყენება უნდა შეეზღუდოს

ამერიკელი სენატორები მიიჩნევენ, რომ რუსეთს ინტერპოლის ხაზით წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების მექანიზმის გამოყენება უნდა შეეზღუდოს. სენატორების აზრით,რუსეთი ამ მექანიზმს ბოროტად იყენებს.

აღნიშნული ინიციატივა მოცემულია კანონპროექტში, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

ამერიკელი სენატორების განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ბოროტად იყენებს წითელი ცირკულარების მექანიზმს ინტერპოლის ხაზით, რაც ძირითადად პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული და პოლიტიკური ოპონენტების დევნას ემსახურება.

„აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა, შიდა უსაფრთხოების მდივანთან კოორდინაციით, ინტერპოლში აშშ-ს გავლენა უნდა გამოიყენოს, რათა რუსეთის მთავრობა შეზღუდული იყოს ინტერპოლის მექანიზმების გამოყენებაში, მათ შორისაა , რუსეთის მთავრობის მიერ წითელი ცირკულარის მექანიზმის გამოყენებაზე დროებითი აკრძალვის დაწესება“, - ნათქვამია კანონპროექტში.

გარდა ამისა, სენატორები დარწმუნებულნი არიან, რუსეთის მიერ ინტერპოლის ხაზით ძებნაში გამოცხადებულ პირებს აშშ-ში შესვლა არ უნდა აეკრძალოთ.

3 აგვისტოს ამერიკელმა სენატორებმა აშშ-ს კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო