თელავსა და ბაკურციხეში დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით კახეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულიპირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ თელავსა და სოფელ ბაკურციხეში მცხოვრებმა დევნილმა მოსახლეობამ ოჯახის ექიმის, თერაპევტის, კარდიოლოგის, პედიატრის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგის, დერმატოლოგისა და ბავშვთა ენდოკრინოლოგის მომსახურება მიიღო.

„ჩატარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, ასევე, აქციაში მონაწილე პირებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი. ექიმების დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე უფასო მედიკამენტები გაიცა.

ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა