დავით გაბაიძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე, ცოტნე ანანიძე, პეტრე ზამბახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ტრადიციულ სახალხო ზეიმზე დასასწრებად დედაქალაქიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სოზარ სუბარი. თავის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებსა და სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა და მთიანი რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მაღალმთიანეთის მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენია უხუცესები და მემთეურები, რომლებიც მომავალ თაობებს მთის ტრადიციებს უნარჩუნებენ.

„შუამთობა - 2018“ უხუცესთა ანსამბლ „ბერმუხას“, ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტით გაგრძელდა. კონცერტის პარალელურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი და ქართული ტრადიციული ჭიდაობა.

დავით გაბაიძემ ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში გამარჯვებულს საზეიმო ვითარებაში შეჯიბრებისთვის დაწესებული პრიზი გადასცა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა