ქუთაისში „ნონას თასი“ ჩაიტანეს

საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი ჯილდოს „ნონას თასის“ საქართველოში მოგზაურობა გრძელდება. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის და ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის ნონაგაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი ქუთაისში ერთი დღით ჩაიტანეს.

ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა . მოეწყო საჭადრაკო ვიქტორინა და სხვადასხვა ბლიც- თამაშები. თასი უკვე იყო თბილისში, თელავში, რუსთავსა და გორში. ღონისძიების ორგანიზატორი ჭადრაკის ფედერაცია და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაა.

„ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალ თასს მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანა მოიპოვებს, თუმცა მანამდე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის თასი საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის“, განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1997 წელს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა. 1998 წლიდან ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალი თასი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს