ბათუმის ეპარქიის მრევლი საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციას გამართავს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, დღეს, 16:00 საათზე საკონსტიტუსიო სასამართლოს წინ მშვიდობიანი აქცია გაიმართება. ეპარქიის "ფეისბუქზე" გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარდება ჯანმრთელობის პარაკლისი და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს ზომები 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას უკავშირდება.

"30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ. ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, რადგან დაბოლილი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას, პედაგოგობას, ექიმობას და ასე შემდეგ. ასევე "დაბოლილი" ადამიანები ვერ შეძლებენ მამობას და დედობას, რაც განაპირობებს ერის დეგრადაციას და განადგურებას! ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი შვილების არიდება კანაფის მოხმარებისგან მაშინ, როცა კანონი იყო მკაცრი და მითუმეტეს, დღეს, რაოდენ უძლური ვიქნებით ავარიდოთ ჩვენი შვილები ამ საწამლავს! ამიტომ გვმართებს ერთობა, რომ შევძლოთ ჩვენი მომავლის გადარჩენა", - ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა