სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს. საუბარია მიმდინარე წლის 12 მაისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე, ზურაბ ჯაფარიძის პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებაზე.

როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე "გირჩის" ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ საქალაქო სასამართლო ბრალდების მხარის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საია“-ს იურისტი მიშა ჯახუა იცავს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის

მოწმეები დაიკითხებიან, ასევე ადვოკატი მტკიცებულების სახით ფაქტთან დაკავშირებით ვიდეომასალას წარმოადგენს.

"პროცესი ეხება 12 მაისის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან ჩემს გატაცებას. წინა პროცესზე ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. საქმეში მხოლოდ ორი პოლიციელის წერილობითი ჩვენებაა, რომელიც ერთმანეთისგანაა გადაწერილი. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, მას სავარაუდოდ, გავასაჩივრებ. სავარაუდოდ, ისევ ჯარიმას მომისჯიან. იცით, რომ უკვე მომისაჯეს 2 000 ლარიანი ჯარიმა, რომელსაც პრინციპულად არ ვიხდი, თუმცა პატრონ-მომკითხავი არავინ ჰყავს. ამას ალბათ, დაამატებენ კიდევ რაღაც თანხას, რომელსაც ასევე არ გადავიხდი," - განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს