“თიბისი ბანკის“ ერთგული ბარათი ახალ საზაფხულო აქციას იწყებს

„თიბისი ბანკის“ ერთგული ბარათი ახალ საზაფხულო აქციას იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, 1-ელი აგვისტოდან მომხმარებლები, რომლებიც ერთგული ბარათით პარტნიორ ობიექტებში აჭარის ტერიტორიაზე ისარგებლებენ, 5-ჯერ მეტ ერთგულ ქულას დააგროვებენ. ქულები გროვდება როგორც პარტნიორ ობიექტებში შენაძენის გაკეთებით, ასევე „თიბისის“ ტერმინალით სარგებლობისას.

„აქცია მოქმედებს მხოლოდ ერთგული და პრაიმ ბარათით გადახდის შემთხვევაში. ერთი დაგროვებული ქულა უტოლდება ერთ ლარს. აქციის ფარგლებში მაქსიმუმ 200 ქულის დაგროვებაა შესაძლებელი.

ერთგული „თიბისის“ ლოიალობის პროგრამაა, რომელშიც „თიბისი ბანკის“ ნებისმიერი ბარათის ფლობისას მომხმარებელს პარტნიორ ობიექტებში შენაძენის დროს ქულების დაგროვების საშუალება ეძლევა. ერთგულის საკრედიტო ბარათით კი მომხმარებელს შეუძლია მომენტალურად განავადოს შენაძენი ერთგულის პარტნიორ ყველა ობიექტში, დამატებითი პროცედურების გარეშე,” - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბარათის აღება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად ერთგულის ვებ-გვერდზე: https://ertguli.ge/GetCard ან „თიბისი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა