მუსა ხანგოშვილს პატიმრობა შეეფარდა

გურჯანის რაიონულმა სასამართლომ მუქარასა და პოლიციელების მიმართ ძალადობაში ბრალდებულ მუსა ხანგოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. წინა სასამართლო პროცესი კი მიმდინარე წლის 24 სექტემბერს , 15:00 საათზე ჩაინიშნა.

მუსა იგივე მერაბ ხანგოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში 4 აგვისტოს დააკავეს.

რაც შეეხება პანკისში, პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ინციდენტს, რის გამოც მუსა ხანგოშვილს სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა, დაკავებულის მშობლები განმარტავენ, რომ მისი შვილი პოლიციის განყოფილებაში იმ მიზეზით მივიდა, რომ ძებნაში მყოფი ძმის შესახებ დეტალები გაერკვია.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ მუსა ხანგოშვილს ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან მეგობრობა აკავშირებს და პანკისის ხეობაში სპეციალურად გამოგზავნა, დაკავებულის ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა