სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, ლორა სმიტის მკვლელობის დროისა და იმ მომენტში მისი ადგილმდებარეობის დადგენას ითხოვს

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული, ლორა სმიტის მკვლელობის დროისა და სატელეფონო ანძებით, იმ მომენტში მისი ადგილმდებარეობის დადგენას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განუცხადა, ამით დადგინდება, რომ ლორა სმიტის მკვლელობის მომენტში ის შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. კობაიძის ინფორმაციით, კობაურმა ნახა კიდევაც, რომ ლორა სმიტი ცოცხალი იყო.

„გამოძიება ამტკიცებს, რომ ქალიც მისი მოკლულია. თავად ითხოვს დადგენას, როდისაა მოკლული ქალი და ამის შემდეგ დაადგინონ სატელეფონო ანძებით მისი ადგილმდებარეობა. ამით დადგინდება, რომ როდესაც ნამდვილმა მკვლელებმა მას ტელეფონი დაუბრუნეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თვითონ ამბობს, რომ როდესაც ის ტერიტორიიდან წამოვიდა, ქალი ცოცხალი იყო, დავინახე, რომ სახე სისხლიანი ჰქონდაო“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, კობაური ამ დრომდე ფსიქიკურ-ფსიგოლოგიურ ექსპერტიზაზე რჩება. კობაიძის ინფორმაციით, ბრალდებულს გამოკვლევები სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნით უტარდება. ადვოკატი რაიმე ფსიქიკური ნაკლის დადგენას გამორიცხავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო