გლდანის რაიონში ექვს ოჯახს საკუთრების მოწმობები გადაეცა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფაქტიურ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. მათივე ცნობით, ამჯერად, გლდანის რაიონში, ლიბანის I ჩიხის N2 კორპუსში მცხოვრებ ექვს ოჯახს, ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა.

„აღნიშნული ოჯახები N2 კორპუსში 2009-2010 წლიდან ცხოვრობენ. მათ პირდაპირი განკარგვის ფორმით, პრივატიზების ხელშეკრულებები და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ.

ხელშეკრულებები და საკუთრების მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გადასცეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.