ილია ბეგიაშვილი - გამყოფი ხაზისპირა სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშაა

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფორასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ბეგიაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობისგან არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მოისმინა და საოკუპაციო ხაზისპირა სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აქ, ჩვენს მოქალაქეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ და ყველა მიმართულებით ვცდილობთ, მათი სოციალური მდგომარეობა შევამსუბუქოთ. ახლა მიმდინარეობს 2,7 კმ გზის მოასფალტება, რომელიც საკორინთლოსა და ახალშენას აკავშირებს და რაც სასიხარულოა, პროექტს დაგეგმილზე ადრე დავასრულებთ. გრძელდება წყალმომარაგების კომპლექსური პროექტი, რაც ჭაბურღილების, სანიაღვრე არხებისა და საირიგაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სხვადასხვა ფონდიდან კიდევ ბევრი პროექტი იგეგმება მომავალ წლებში, რაშიც ათობით მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა ილია ბეგიაშილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებზეა მორგებული.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში დღეს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, პარლამენტის წვერები - გიორგი ვოლსკი და სოფიო ქაცარავა იმყოფებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა