სალომე ზურაბიშვილი - მე ვითხოვ არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ ბიზნესის მხარდაჭერასაც

მე ვითხოვ არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ ბიზნესის მხარდაჭერასაც - მაქვს იმედი, რომ იქნება საკმარისი დახმარება და მხარდაჭერა, რომელიც საჭიროა საარჩევნო კამპანიისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის მადლიერი იქნება იმ ადამიანების, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს.

„მე ვერ გაგცემთ პასუხს იმათ მაგივრად, ვისაც დღეს აქვს გადაწყვეტილება მისაღები. მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. ვაყენებ კანდიდატურას როგორც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი. მე თუ ვინმე მხარს დამიჭერს, მხოლოდ მადლიერი ვიქნები, მაგრამ მე სხვის მაგივრად ვერ გაგცემთ პასუხს, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ.

რაც შეეხება ფინანსებს, მე იგივე პრობლემა მქონდა ზუსტად, როცა დამოუკიდებელ კანდიდატად ვაყენებდი ჩემს თავს საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ იყო, რომ დამცინოდით, „ორ პაჩკა სიგარეტზე“. აუცილებელია ასეთ კამპანიაში ჩაერთოს მოსახლეობა. ვიცი მოსახლეობის პრობლემები და სიდუხჭირე, რაც არსებობს, მაგრამ ეს ჩართულობა, თავიანთი ძალიან მცირე სახსრებით, არის იმის ნიშანი, რომ მხარს გიჭერენ და შენს გვერდით იქნებიან. ამიტომ, მე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას და ვითხოვ მხარდაჭერას, არამხოლოდ მოსახლეობის, არამედ ბიზნესისაც“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა