არჩილ თალაკვაძე - დაველოდებით, ვიდრე პრეზიდენტობის ყველა კანდიდატურა არ დასახელდება და შემდგომ გადავწყვეტთ, ვის დავუჭერთ მხარს

დაველოდებით, ვიდრე ყველა კანდიდატურა არ დასახელდება და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვის დავუჭერთ მხარს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც სრულად ესწრებოდა საპარლამენტო გუნდი, სამთავრობო გუნდი და პარტიის თავმჯდომარე.

"ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი პარტია კანდიდატურას არ დააყენებს. ახალი კონსტიტუციის პირობებში, კანდიდატი, რომელიც არც ერთი პარტიის მიერ არ იქნება წარდგენილი, უფრო ეფექტურად შეასრულებს საპრეზიდენტო ფუნქციებს. მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვის დავუჭერთ მხარს და თუ მხარს დავუჭერთ კონკრეტულ კანდიდატს და მისთვის ეს მხარდაჭერა აუცილებელია, ეს კანდიდატი იქნება დამოუკიდებელი. დაველოდებით, ვიდრე ყველა კანდიდატურა არ დასახელდება და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვის დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა