მამუკა მდინარაძე - მარგველაშვილის წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესიდან პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს

გიორგი მარგველაშვილის წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესიდან პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა. ამ კონტექსტში მდინარაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სასამართლოს სხვადასხვა შტოებში უმეტესწილად საკუთარი ახლობლები და თანამშრომლები დანიშნა.

„ჩვენი სკეპტიკური მოლოდინი ბუნებრივია. თუკი პრეზიდენტი კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ პოზიციას წარმოადგენს, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად მოხდება. თუ ეს ყველაფერი ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე ვერ მოესწრება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს. ჩვენ გიორგი მარგველაშვილის წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესიდან პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა