იტალიაში ავტოცისტერნის აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა

იტალიაში ქალაქ ბოლონიის აეროპორტის მახლობლად მდებარე გზატკეცილზე ავტოცისტერნის აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.

როგორც იტალიური მედია იუწყება, აფეთქების შედეგად ესტაკადის ნაწილი ჩამოინგრა.

აფეთქების მიზეზი სატვირთო ავტოცისტერნისა და სხვა ავტომობილის შეჯახება გახდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა ქიმიკატები, რომლებიც ავტოცისტერნას გადაჰქონდა.

ცეცხლი ახლომდებარე ავტოსალონზეც გავრცელდა, სადაც ახლა ავტომობილები იწვის.

ადგილზე პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მეხანძრეები არიან მობილიზებულები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს