ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა გამართა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალქო უფლებების ოფისის სპეციალურ წარმომადგენელთან რელიგიური დისკრიმინაციის საკითხებზე ერიკ ტრინთან და იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალური ოფისის ევრაზიის რეგიონლურ დირექტორთან კატერინა ნიუკამბესთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძლებს გააცნო საქართველოში არსებული ვითარება რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმები.

ერიკ ტრინმა და კატერინა ნიუკამბემ დადებითად შეაფასეს რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, მოიწონეს სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის საკითხები რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლების ხელშეწყობის თვალსაზრისით, ასევე მოიწონეს რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები, რომლებიც შეეხება საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებას რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის მიმართულებით.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაინტერსდნენ საქართველოში რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების საკითხით, ამ მიმართულებით არსებული იმ ძირითადი გამოწვებით, რაც რელიგიათაშორის მშვიდობიანი თანაცხოვრების წინაშე დგას.

შეხვედრის დასასრულ მხარეები შეთანხმდნენ რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, როგორც ლოკალურ ასევე რეგიონალურ დონეებზე. მასპინძლების მხრიდან გამოითქვა საქართველოში ვიზიტის სურვილი - ქართული რელიგიური პოლიტიკის უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს