ნიკოლოზ გაგუა - დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ქვეყანაში უფრო ეფექტური და სამართლიანი საპენსიო რეფორმის შექმნის სტიმული იქნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას შეფასებით, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ქვეყანაში უფრო ეფექტური და სამართლიანი საპენსიო რეფორმის შექმნის სტიმული იქნება, - ამის შესახებ მან ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებული საპენსიო რეფორმის კვლევის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

“ჩვენ აღნიშნულ რეფორმას მხარს ვუჭერთ, ის სრულად ემყარება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს და მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ქვეყანაში უფრო სამართლიანი და ეფექტური საპენსიო სისტემის შექმნისთვის. ბუნებრივია, ეს არის გრძელვადიანი რეფორმა, ჩვენ ამას დავასტურებთ და ვართ მთავრობა, რომელიც გრძელვადიან მიზნებზეა ორიენტირებული და შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნულმა რეფორმამ შესაბამისი შედეგები უნდა მოიტანოს”, - აღნიშნა გაგუამ.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს