გამომცემლობა “ელფის“ დამფუძნებელი - სახელმძღვანელოების ბეჭდვა დავიწყეთ, როგორ წამოვიდგენდი, რომ გრიფის მინიჭებიდან ათი დღის მერე მეტყოდნენ, რომ სამინისტროში ვიღაცას შეეშალა და შეცდომით ჩამწერა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება ძალიან დიდი დარტყმაა, - ამის შესახებ გამომცემლობა “ელფის“ დამფუძნებელმა თინათინ დიდებულიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, სადაც მათემატიკის სახელმძღვანელოებზე 24 ივლისს მინიჭებული გრიფის გაუქმების პრობლემაზე ისაუბრა.

“ჩვენ ვიცოდით, რომ კერძო სკოლებმა ძირითადად ჩვენი სახელმძღვანელოები აირჩიეს და ბეჭდვა დავიწყეთ. როგორ წამოვიდგენდი, რომ გრიფის მინიჭებიდან ათი დღის მერე მეტყოდნენ, რომ სამინისტროში ვიღაცას შეეშალა და შეცდომით ჩამწერა. “ელფის“ გამომცემლობამ 100-დან 98 ქულა მიიღო. გრიფირების სამმართველოს უფროსმა მითხრა: - თქვენ ხართ პირველ ადგილზე! ჩვენ თადარიგი ავიღეთ და ბეჭდვა დავიწყეთ. გარდა ამისა, აქ არის საავტორო უფლებების საკითხი და სხვა უამრავი ხარჯი“, - განაცხადა თინა დიდებულიძემ.

გამომცემლობა “ელფი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. “ელფი“ სახელმწიფო უწყებისგან ელის პასუხს, თუ რა გახდა გრიფის გაუქმების მიზეზი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს