დავით ზალკალიანი - ლეხ კაჩინსკი იყო საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი, რომელიც ზუსტად იმ ძნელბედობის ჟამს იყო ჩვენს გვერდით

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იყო საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი, რომელიც ზუსტად იმ ძნელბედობის ჟამს იყო ჩვენს გვერდით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგასთან ერთად ლეხ კაჩინსკის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პოლონეთის, ლიეტუვას და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს საღამოს ეწვივნენ.

"მოგეხსენებათ, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იყო საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი, რომელიც ზუსტად იმ ძნელბედობის ჟამს იყო ჩვენს გვერდით, რაც არასდროს გვავიწყდება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ის იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც დღეს უკვე საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს სერიოზული პროგრესი და ყველა ის ქვეყანა, რომელიც დღეს ჩვენთან არის, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერია", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო