მაია ცქიტიშვილი - ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა ქართული დემოკრატიისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში

ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა ქართული დემოკრატიის და პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დეტალურად ახსნა ის მიზეზები, რაც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას. "ჩვენს მიერ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ წარმოადგინოს კანდიდატი, არის გათვლილი იმისკენ, რომ ჩვენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შევუწყოთ ხელი, ასევე საპარლამენტო რესპუბლიკის განვითარებას. ეს გადაწყვეტილება ამომრჩეველს ნამდვილად არ დააბნევს. ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ამომრჩეველს დავანახოთ, თუ რა სახის სახელმწიფოს ვაშენებთ. იმ პირობებში, როდესაც "ქართულ ოცნებას" ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ადგილობრივ თვითმმართველობებში უმრავლესობა წარმოდგენილია "ქართული ოცნების" კადრებით, ამ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" არ აქვს საჭიროება პრეზიდენტი იყოს პარტიის წარმომადგენელი",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს