დავით უსუფაშვილი - იმედია, “ქართული ოცნება“ ამ კრიზისს გადალახავს - ასეთი რამ ხდება, როცა პარტია საკუთარი კანდიდატის შერჩევას ვერ ახერხებს და სხვის იმედზეა

იმედია, “ქართული ოცნება“ ამ კრიზისს გადალახავს - ასეთი რამ ხდება, როცა პარტია საკუთარი კანდიდატის შერჩევას ვერ ახერხებს და სხვის იმედზეა, - ასე ეხმაურება “შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 28 ოქტომბრის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი არ წარადგინოს.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი წიაღში პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევა ვერ შეძლო და საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის იმედი აქვს. “შენების მოძრაობის“ ლიდერი იმასაც ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ზურაბიშვილს მხოლოდ დააზარალებს.

“მოხარული ვარ, რომ საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში სხვადასხვა მხრიდან ღირსეული კანდიდატები მეყოლება. ერთ-ერთი ასეთი სალომე ზურაბიშვილია. 2007 წელს ოპოზიციურ პრაიმერიზში მე და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს გავეპაექრეთ, ქალბატონი სალომე დავამარცხე და იმედი მაქვს, რომ საერთო ეროვნულ არჩევნებში ჩვენი პაექრობა ასეთივე შედეგით დასრულდება. რაც შეეხება მმართველ პარტიას, იმედია ამ კრიზისს გადალახავენ - ასეთი რამ ხდება ხოლმე, როცა პარტია საკუთარი კანდიდატის შერჩევას ვერ ახერხებს და სხვის იმედზეა. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი თავად სალომე ზურაბიშვილს არ დააზრალაებს. ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ საპრეზიდენტო სავარძელს თმობს “ქართული ოცნება“, რომელსაც ყველა მუნიციპალიტეტში მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, უმრავლესობა, სამსახურების ხელმძღვანელები, განყოფილების გამგეები და დამლაგებლებიც კი, საკუთარი ხალხი ჰყავს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

“ქართულ ოცნებას“ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო