სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად დაასახელა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული იყო.

„მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას ოფიციალურად პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზედაც ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა ერთ დღეში იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ადამიანი ფიქრობდეს ამაზე და 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, გადაწყვეტილებამდე მისვლა საკმაოდ მძიმეა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა