დიმიტრი მედვედევი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ჩვენ ვერაფერს მოვიფიქრებდით

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ჩვენ მაშინ ვერაფერს მოვიფიქრებდით, - ამის შესახებ რადიოსადგურ „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს კარგად მოფიქრებული, უნდა შეფასდეს დადებითი და უარყოფითი მომენტები.

„საქართველოს მშვიდობისკენ იძულების“ კამპანიის სამხედრო ნაწილის დასრულების შემდეგ დადგა კითხვა - რა უნდა მოვიმოქმედოთ ახლა? ბუნებრივია, პირველ რიგში ამ კითხვაზე პასუხი მე, ქვეყნის პირველ პირს უნდა გამეცა“, - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, ის გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრობდა ამაზე და სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება გადაწყვიტა.

„მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ჩვენ ვერაფერს მოვიფიქრებდით. პირველ რიგში მე ვხელმძღვანელობდი იმით, რომ მომავალში ამიერკავკასიაში მყარი მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. ჩემი აზრით, ეს ერთადერთი შესაძლებელი ნაბიჯი იყო. შემდეგ მე ვესაუბრე მთავრობის თავმჯდომარეს ვლადიმერ პუტინს და მან ამ საკითხში მხარი დამიჭირა“, - განაცხადა მედვედევმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა