ლევან იზორია - აგვისტოს ომში მებრძოლი გმირების თავგანწირვის მაგალითები გაგვაძლიერებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში

მინდა მთელი ქართული შეიარაღებული ძალების სახელით ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების სახელების წინაშე, ვინც 10 წლის წინ სამშობლოსთვის თავი გაწირა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა მთელი ქართული შეიარაღებული ძალების სახელით ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების სახელების წინაშე, ვინც ათი წლის წინ სამშობლოსთვის თავი გაწირა. ერთ-ერთი ჩვენი გმირის საფლავზე თქვენ ნახავთ წარწერას - რომ შევძლო წამოდგომა, ისევ თავს შევწირავდი ჩემს სამშობლოსო. ეს არის თავგანწირულობის, სამშობლოს სიყვარულისა და იმ სულისკვეთების გამოხატულება, რაც თითოეულ აქ დასაფლავებულ ჩვენს გმირებს ახასიათებდათ და ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში გამოხატეს ეს სიყვარული და თავდადება საკუთარი ქვეყნის, ოჯახების, მეგობრებისა და თითოეული ჩვენგანის მიმართ. ამას ჩვენ არასდროს დავივიწყებთ და მათი თავგანწირვის მაგალითები ყოველთვის გაგვაძლიერებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში“, - განაცხადა იზორიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა