ლევან იზორია - ჩვენი სუვერენული არჩევანია, ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი, ეს პროცესი შეუქცევადია და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

ჩვენი სუვერენული არჩევანია ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი, ეს პროცესი შეუქცევადია და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რითაც რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„ასეთი შინაარსის განცხადება არაერთგზის მოვისმინეთ რუსეთის ფედერაციის თანამდებობის პირებისგან. დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მისწრაფებები არის ჩვენი ხალხის არჩევანი და მიმართულია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ, თითოეული ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ. ეს არის თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში თითოეული ერის, მათ შორის ჩვენი სუვერენული არჩევანი, ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი. ეს პროცესი თავისთავად შეუქცევადია და რა თქმა უნდა, არავის წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა იზორიამ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

„საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტის“ ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა