,,დაასაქმე Smartstudent’’ - მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს ასაქმებენ

მსხვილი საერთაშორისო და ქართული ბრენდები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დასაქმების მასშტაბურ პროექტში ერთვებიან. პროექტი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით შეავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე სტუდენტებით, 2018 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება. 50-ზე მეტი ორგანიზაცია სმარტსტუდენტებს კომპანიაში მიმდინარე პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ჩართავენ. BTU-ს სტუდენტების მიერ შექმნილმა არაერთმა, საქართველოსთვის უპრეცედენტო და წარმატებულმა პროექტმა ხელოვნური ინტელექტის, ნივთების ინტერნეტის, მეგამონაცემთა ანალიზის, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის და სხვა მიმართულებებით, მათ მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მზარდი ინტერესი გამოიწვია. ინოვაციები და სტარტაპების ფორმულირება, პროგრამირება პითონის ენაზე და BTU-ს პროგრამებით გათვალისწინებული სხვა კურსები, რომელსაც სტუდენტი პირველივე სემესტრიდან შეისწავლის, მას განსაკუთრებულ ცოდნას და უნარებს სძენს.

ტექნოლოგიური და კომერციულად საინტერესო სტარტაპების სიმრავლით BTU-ს სტუდენტები მოწინავე პოზიციებს იკავებენ და მათი დასაქმება, ორგანიზაციებში ინოვაცური პროცესების დანერგვისთვის საინტერესო გამოწვევაა. სტუდენტები დასაქმდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში: ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა, სადაც ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოს პარალელურად მოახდენენ პროცესების სკანირებას და მათი შესრულებისთვის ყველაზე ინოვაციური, ეფექტიანი და მაღალტექნოლოგიური მეთოდების შეთავაზებას მენეჯმენტისთვის.

ორგანიზაციების და მათ მიერ შეთავაზებული სამუშაო პოზიციების ჩამონათვალი სისტემატიურად იზრდება და სექტემბერში გამართული პრეზენტაციის ფარგლებში BTU ყველა დეტალს წარუდგენს სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა