დავით სერგეენკო - ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა

ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში მძიმე შედეგები იწინასწარმეტყველა.

სერგეენკოს თქმით, ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება განვითარდეს იმ გზით, რომელსაც მისი მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს.

"ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა. ყველა ქვეყანას აქვს თავის სუვერენული უფლება, განვითარდეს იმ გზით, რასაც მისი მოსახლების უმრავლესობა წყვეტს. გამიჭირდება გითხრათ, თუ იყო ამ განცხადებაში რაიმე კიდევ ქვეტექსტი. მე შემიძლია გითხრათ, საქართველოს მოსახლეობის სახელით ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა