უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი - სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, ის არის პირდაპირ აგრესორი

სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, ის არის პირდაპირ აგრესორი, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა, პავლო როზენკომ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, სადაც დღეს საქართველოსა და რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ახლა რუსეთი იყენებს არა საბრძოლო აგრესიას, არამედ იყენებს ჰიბრიდულ ომს, რაც ყველანაირ საარჩევნო პროცესსა და ევროპის საქმეებში ჩარევაში გამოიხატება. ამასთან, პავლო როზენკოს თქმით, რუსეთის მიზანია, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის სრული ექსპანსია.

„იმ დროს(2008 წელს), რაც საქართველოში ხდებოდა, უკრაინა საქართველოს გვერდით იყო, უკრაინის პრეზიდენტი, ბატონი იუშენკო ჩამოსული იყო და სოლიდარობის სიტყვები გამოთქვა. უკრაინამ საქართველოსთან არამხოლოდ სოლიდარობა გამოთქვა, არამედ ყველანაირ დახმარებას უწევდა. მე პატივი მინდა მივაგო იმ გმირებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, ის არის პირდაპირი აგრესორი და ამ დროს როგორც გახსოვთ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ თქვა, რომ მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. რუსეთის მიზანია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს სრული ექსპანსია. მაშინ ლეხ კაჩინსკიმ თქვა, რომ საქართველო არის პირველი ნაბიჯი, შემდეგ იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნები, მერე იქნება უკრაინა და შემდეგ პოლონეთი და მისი სიტყვები, როგორც ხედავთ, ახდა - საქართველოს მერე იყო უკრაინის ნაწილის ოკუპაცია, აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია, ყირიმის ოკუპაცია და რუსეთი მოქმედებს მხოლოდ ისეთი მეთოდებით, როგორითაც საქართველოში მოქმედებდა. ეს არის პირდაპირი სამხედრო ოკუპაცია“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთს მოუწოდებენ გაიყვანის თავისი სამხედრო ქვედანაყოფები საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

„რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რომელიც შეიქმნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ბორდერიზაცია, აგრეთვე ჩვენ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთვრობის ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ კონტაქტი დაამყაროს იმ მოსახლეობასთან, რომელიც საოკუპაციო ხაზის იქით დარჩა და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ურთიერთობა დამყარდეს, თუმცა, რუსეთი ცდილობს, რომ ამას ყველანაირად ხელი შეუშალოს.

საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირისა და ნატოს სრული წევრობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ერთიანობას, განვითარებას და აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს რუსეთის აგრესიისგან დაიცავს“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს