ირაკლი კობახიძე - რუსული აგრესიიდან 10 წლის შემდეგ საქართველო უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული და უფრო სტაბილური ქვეყანაა

რუსული აგრესიიდან 10 წლის შემდეგ საქართველო უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული და უფრო სტაბილური ქვეყანაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის -2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ პარლამენტში, რომელიც იყო ის ადგილი, სადაც ქართველი ხალხის დიდი ძალისხმევით განხორციელდა დამოუკიდებლობის იდეა, აქ ჩაისახა დემოკრატიული მმართველობა და განვითარდა ქართული სახელმწიფოებრიობის თანამედროვე სისტემა. პარლამენტი დემოკრატიის ყველაზე მტკიცე საყრდენია, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფლების ერთგულია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. 10 წლის წინ, აგვისტოს დღეებში, სწორედ პარლამენტის წინ შეიკრიბნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მეთაურები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. თქვენი ქვეყნების ლიდერების მძლავრმა პროტესტმა მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის დარაზმვა საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად და იმედი მოგვცა ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას, რომ გადარჩებოდა ეროვნული დამოუკიდებლობა. საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დღეებში თქვენმა გვერდით დგომამ ქართველ ხალხს მომავლის რწმენა დაუბრუნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ომის დღეებში, არამედ მის შემდგომ, ოკუპაციის და ანექსიის პირობებში წინსვლისათვის.

„საერთაშორისო ასპარეზზე თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია არა მარტო პოლიტიკური, არამედ მორალური თვალსაზრისითაც. აგრესიიდან 10 წლის შემდეგ საქართველო უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული და უფრო სტაბილური ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნის წარმატება არის ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხი რუსეთის აგრესიაზე. თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენ შევძელით მიგვეღწია რეგიონული სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის. საქართველოს მთავრობის მშვიდობისმყოფელმა პოლიტიკამ შეგვაძლებინა შეგვემსუბუქებინა ოკუპაციის მძიმე შედეგები და ქვეყნისთვის დაგვებრუნებინა საერთაშორისო ავტორიტეტი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა