ზუგდიდში ბავშვის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

ზუგდიდში ბავშვის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. მათი ადვოკატის, ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, ემა კვირტიასა და ვასილ ახალაიასთან საპროცესი შეთანხმება გაფორმდა, რის მიხედვითაც ვასილ ახალიას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ემა კვირტიას ხუთი წელი პირობითი სასჯელი შეეფარდათ.

„მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ეს განაჩენი სწორედ ამ შეთანხმების შედეგია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 28 მაისს დააკავეს. მათ არასრულწლოვანი გოგონას მძევლად აყვანას ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა გოგონა ვალის სანაცვლოდ წაიყვანეს. თუმცა ამ მიზეზს მეზობლები კატეგორიულად უარყოფენ. მათი ინფორმაციით, ე.კ-მ და ვ.ა- მ ბავშვი რამდენიმე დღის წინ თათარიშვილის ქუჩაზე არსებული დევნილთა ჩასახლებიდან წამოიყვანეს, თუმცა არა მძევლად აყვანის მოტივით.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ბრალად მძევლად ხელში ჩაგდება (სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილი) ედებათ. აღნიშნული ქმედება 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა