გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველომ რჩეული გმირები დაკარგა, მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოსახლეობას შორისაც. გიორგი ტყემალაძის თქმით, ქართველი ხალხი დაღუპულ გმირებს არასდროს დაივიწყებს.

„უკვე 10 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია განახორციელა. 10 წლის თავზეც, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ომის დროს დაღუპული გმირების ოჯახებს. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და მისი განვითარებისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს