მერაბ ქვარაია - ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, ერთი ორად ზრდის დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვების შანსებს

ის, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არეჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, ერთი ორად ზრდის დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვების შანსებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა.

დეპუტატი განმარტავს, რომ მმართველი პარტია გადაწყვეტილებას, დაუჭერს თუ არა რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს, ყველა კანდიდატის დასახელების შემდეგ მიიღებს.

"ის, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, ერთი ორად ზრდის დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვების შანსებს. რაც შეეხება იმას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“, ან დაუჭერს თუ არა საერთოდ რომელიმე კანდიდატს, გადაწყდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა. ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიღებს", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა