დედაქალაქში შშმ პირებისთვის ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსდა

ევროპის მოედანზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული რეტერატები განთავსდა, - ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ე.წ. სითი ბოქსები თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულმა კომპანია „სითი ბოქსმა“ დაამონტაჟა.

საზოგადოებრივი საპირფარეშოები დედაქალაქში, პირველ ეტაპზე, 30 ლოკაციაზე განთავსდება. რეტერატების მონტაჟის პროცესს ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე გაეცნო.

„სააგენტოს მიერ გამოცხადებული პირველი აუქციონის საფუძველზე, გამარჯვებული კომპანია „სითი ბოქსი“ შეირჩა, რომელიც 30 ლოკაციაზე საზოგადოებრივ ტუალეტებს განათავსებს. შემდგომში, საჭიროებიდან გამომდინარე, აუქციონის გამოცხადება უკვე ახალ ლოკაციებზე გვაქვს დაგეგმილი. დღეს ვნახეთ მაღალი სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული საპირფარეშოები. აღნიშნული ღონისძიება ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქის მასშტაბით, ძალიან დიდ პრობლემას გადაჭრის“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებულია ბრაილის შრიფტი და ამასთან, აღჭურვილია ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით.

თანამედროვე, ავტომატიზირებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი მოიჯარე იქნება, რომელიც ასევე, ვალდებულია, კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით, ცხელი ხაზის მუშაობა უზრუნველყოს.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელძღვანელი იციკ მოშე და ტენდერში გამარჯვებული ისრაელური კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის