აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან ერთად ქუთაისში საინფორმაციო დაფაზე რუსული წარწერების განთავსებას აპროტესტებს.

ორგანიზაციის წევრებმა თეთრი ხიდიდან მერიამდე მსვლელობა მოაწყვეს და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. მათ საინფორმაციო დაფებზე რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო ფლაერები გააკრეს.

„როდესაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჩვენს ქალაქში საინფორმაციო დაფებზე წარწერები რუსულ ენაზე არის დატანილი, რაც მიუღებელია. ვაპროტესტებთ ამ ფაქტს და მოვუწოდებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, გაიხსენოს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და არ უნდა იყოს ამ ქალაქში არც რუსული თეატრი და არც სხვა ღონისძიება, რაც მათთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა გია გოქაძემ. აქციის მონაწილეებმა ფლაერები ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთანაც გააკრეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა