სოფელ ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა გაიხსნა

სამეგრელოს რეგიონში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონტრაციო ბაზა გაიხსნა, რომელიც 3 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლესიჭინეს მეურნეობაში ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებსა და თაფლოვან მცენარეებზე კვლევებთან ერთად, იშვიათი ვაზის ჯიშების (ჩეში, ჩექობალი, ჭვიტილური, ჩეჭიპეში, ჭუბერი, დუდღუში, გოდაათური, კოლოში, მაჭყვატური) პოპულარიზაცია მიმდინარეობს.

ლესიჭინეს მეურნეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით გოგუამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ესებუამ ოფიციალურად გახსნეს.

„სამეგრელოს რეგიონში საუკეთესო ჯიშების გამოვლენა-პოპულარიზაციის მიზნით, ლესიჭინეს ბაზაზე გაშენებულ ქართული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების ნარგაობას აქვს როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა“, - აღნიშნა ნოდარ ხატიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს