დონალდ ტრამპი - ნებისმიერი, ვინც ირანთან ბიზნესს წარმართავს, ვერ შესძლებს აშშ-სთან ბიზნესის წარმართვას

ნებისმიერი, ვინც ირანთან ბიზნესს წარმართავს, ვერ შესძლებს აშშ-სთან ბიზნესის წარმართვას, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ირანისთვის სანქციები ოფიციალურად ამოქმედებულია. ეს ყველაზე მკაცრი სანქციებია, რაც კი ოდესმე დაწესებული ყოფილა. ნოემბერში სასანქციო რეჟიმი ახალ დონეზე გადავა. ნებისმიერი, ვინც ირანთან ბიზნესს წარმართავს, ვერ შესძლებს აშშ-სთან ბიზნესის წარმართვას“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

გუშინ აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც 2016 წლის იანვარში ბირთვული შეთანხმების შემდეგ გაუქმდა. დღეიდან აღდგება შეზღუდვები თეირანთან ოქროსა და სხვა ძვირფას მეტალზე ვაჭრობაზე, ასევე ირანის ხელისუფლებისთვის დოლარის მიყიდვაზე.

აღსანიშნავია, რომ დღეს ევროკავშირმა მიიღო მაბლოკირებელი რეგლამენტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ბათილად ცნობს. დოკუმენტი ევროპულ კომპანიებს ამერიკული სანქციების შესრულებას უკრძალავს და ამ სანქციების საფუძველზე უცხოური სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას კრძალავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო