ზაზა ვაშაყმაძემ ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მასპინძლობითა და პატრონაჟით, რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი მინისტერიალი - Ministerial to Advance Religious Freedom - გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სრულუფლებიან ელჩთან, სემუელ ბრაუნბეკთან სამუშაო ფორმატის ორმხრივი შეხვედრა გამართა.

„მასპინძელმა დიდი მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს მინისტერიალში მონაწილეობისათვის. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობას, ასევე, შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი განხორციელებული აგრესიული პოლიტიკის გამო.

სემუელ ბრაუნბეკი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაციით, ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, ქართული საკულტო ნაგებობების გადარჩენისა და იერსახის შენარჩუნების საკითხებით.

ელჩმა რელიგიის სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა. მისი განცხადებით, საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა რელიგიის თავისუფლების მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სემუელ ბრაუნბეკმა საქართველოში ვიზიტის სურვვილი გამოთქვა და საქართველოს დელეგაციას რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობისათვის ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროექტების განხორციელება შესთავაზა.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს