საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომისიაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილსა და ურბანული დაგეგმარებისა და საალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეს შორის.

ლევან ხაბეიშვილმა რევაზ სოხაძეს კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს იმაზე, რომ თაბორის მთაზე ისტორიულად ლანდშაფტურ ზონაში მშენებლობა მიმდინარეობს. ამის საპასუხოდ რევაზ სოხაძემ ხაბეიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პეროოდში მშენებლობებზე გაცემული ნებართვები გაახსენა.

"მე არ მიყვარს ხოლმე წარსული 9 წლის გახსენება, მაგრამ თქვენ გვაიძულებთ. მოგახსენებთ რამდენიმე მშენებლობის ნებართვას: მაგალითად, 2009- 2012 წლებში. როდესაც საუბარია პარკებსა და სკვერებში რაღაცის აშენებაზე, სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დაამკვიდრა იმ პარტიამ, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

აღნიშნულ საკითხს სხდომაზე გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც. მისი განცხადებით, თაბორის მთაზე მშენებლობის გადაწყვეტილება კანონიერადაა მიღებული.

"თაბორის მთაზე უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არის კანონის დაცვით მიღებული. ყველა ეტაპზე, ყველა ნებართვა იყო კანონის დაცვით გაცემული", - განაცხადა ტყემალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო