ლევან ხაბეიშვილი - ეს არ არის თბილისის გენერალური გეგმა, ეს არის კახა კალაძის ბიზნეს გეგმა თუ როგორ იშოვოს დამატებითი მილიონები

ეს არ არის ის გენერალური გეგმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს თბილისმა, ეს არის კახა კალაძის ბიზნეს გეგმა თუ როგორ იშოვოს დამატებითი მილიონები დედაქალაქის მერმა, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეიძლება გენერალური გეგმის სახით 80-გვერდიანი ნაგლეჯი მივიღოთ.

"ქართული ოცნების" უმრავლესობა ამბობდა, რომ ეს იდეალური გენერალური გეგმააო. აბა ნახეთ რუკებზე რა ხდებაო, მივედით, ვნახეთ და სკვერებში კორპუსების მშენებლობის ნებართვაა ფაქტობრივად გაცემული. როდესაც ეს ვუთხარით - ხარვეზებია და გამოვასწორებთო. თქვენ მოისმინეთ, რომ საკრებულოს და ურბანული კომისიის თავმჯდომარეებმა ბრძანეს, რომ ისტორიულ ლანდშაფტურ ზონაში მშენებლობა შეიძლებაო. შემდეგ, განხილვის პროცესში მაგალითი მოიყვანეს, რომ ამ ადგილს ისტორიულ ლანდშაფტური ზონის სტატუსი დავადეთ და მეტი როგორ დავიცვათო. საბოლოოდ ეს ხალხი ამბობს, რომ კანონი არიან თავად, თუ ვინმე მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს, შეუძლია ლანდშაფტურ - რეკრეაციულ ზონაშიც განახორციელოს მშენებლობა. საბოლოო ჯამში, ჩვენ შეიძლება 80-გვერდიანი ქაღალდის ნაგლეჯი მივიღოთ, რომლის აღსრულების თუ არ აღსრულების შემთხვევაში თბილისში ქაოსური მშენებლობა ვერ შეჩერდება", - განახადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, თავიდან ეს გეგმა იყო 1200 გვერდიანი, დღეს 33 პროექტია ამოღებული. "დედაქალაქის მერია არ ითანხმდება 1200 გვერდიან გენერალურ გეგმას და დღეს შეითანხმეს მოგლეჯილი. ამაზე გვაქვს პრეტენზიები. თუ საზოგადოება იტყვის, რომ საკრებულოს ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს სკვერებში კორპუსების მშენებლობას, ჩვენ მხარს დავუჭერთ. არის ლეგიტიმური შეკითხვები - როგორ შეიძლება ლანდშაფტურ ისტორიულ ზონაში მშენებლობა, როგორ შეიძლება მივიღოთ გენერალური გეგმა და ისევ შეეძლოს მერს დისკრეციულად ფუნქციური ზონის ცვლილება. წარმოიდგინეთ დღეს როგორი დაცულიც არ უნდა იყოს ერთი ობიექტი, თუ მერი მოისურვებს, ფუნქციასაც შეცვლის, კანონსაც და იქ მაინც ჩაიდგმება კორპუსი. ეს არ არის ის გენერალური გეგმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს თბილისმა და თბილისელებმა, ეს არის კახა კალაძის ბიზნეს გეგმა თუ როგორ იშოვოს დამატებითი მილიონები დედაქალაქის მერმა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

აღნიშნულ ბრალდებებს უმრავლესობის დეპუტატი რევაზ სოხაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. "იქნებ წარმოადგინონ კონკრეტული ნებართვები, თუ სად გაიცა სკვერებში მშენებლობის ნებართვა ან კონკრეტულად მიგვითითონ სად იყო სკვერი და სად ედება სამშენებლო ზონა. ეს ტყუილია, გამომდინარე იქიდან, რომ გენერალური გეგმის წაკითხვას თავისი სპეციფიკა აქვს, ცოდნა სჭირდება", - განაცხადა სოხაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს განხილვების პროცესი, რათა ყველა ხარვეზი გამოსწორდეს. "ასევე მინდა აღვნიშნო ისტორიულ ლანდშაფტთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში გახდება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ამ პროექტების დამტკიცების დროს არც ერთ ეტაპზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ დარღვეულა", - განაცხადა სოხაძემ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს