გლდანში, ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების N11-ის და ანდრონიკაშვილის N145-ის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედნებთან მიმდინარეობს. შედეგად, აღნიშნული კედელი სპორტულ მოედნებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

პროექტის ფარგლებში, თავისუფლების N11-ის მიმდებარედ 45 გრძივი მეტრის, ანდრონიკაშვილის N145-ის მიმდებარედ კი, 22 გრძივი მეტრის რკინა-ბეტონის კედელი აშენდება.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, სექტემბერში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს