მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა საქართველო დატოვეს. მაღალი რანგის სტუმრებისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩს, ლინას ლინკევიჩიუს, ედგარს რინკევიჩს, პავლო როზენკოს და ზოგადად ოთხივე ქვეყანას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავზე, ისევე, როგორც 10 წლის წინ მათი სახელმწიფოების მეთაურთა სტუმრობა იყო სოლიდარობისა და მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება.

რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე ოთხი ქვეყნის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში პოლონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით განხორციელდა. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ომის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაში „მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის - 10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან“, ასევე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, კერძოდ, ეწვივნენ სოფელ ოძისს, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისინი საქართველოს 2018 წლის 6-7 აგვისტოს სტუმრობდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა