სერგეი მარკედონოვი - საქართველოს ხელისფლებას „სამხრეთ ოსეთზე“ ტავდასხმის გამეორების შესაძლებლობა არ აქვს

საქართველოს მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ იგივე სტრატეგიული მიზნები აქვს, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდს ჰქონდა, მაგრამ სხვა მეთოდებს იყენებენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დოცენტმა, ექსპერტმა სერგეი მარკედონოვმა განუცხადა.

„მე არ დავსვამდი ტოლობის ნიშანს „ქართულ ოცნებასა“ და სააკაშვილს შორის. სააკაშვილის დროინდელ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებების რიტორიკაში ბევრი რამ შეიცვალა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თანმიმდევრულად, უკვე მრავალი წელია საუბრობენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე, მაგრამ სააკაშვილისა და „ქართული ოცნების“ სტრატეგიული მიზნები ბევრ საკითხში ემთხვევა - ნატოსა და ევროკავშირისკენ ორიენტაცია“ - განაცხადა მარკედონოვმა.

მისივე თქმით, იგივე ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „წინა და ამჟამინდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - საქართველოს ნაწილებია. ტაქტიკურ საკითხში „ქართული ოცნება“ და სააკაშვილი რაღაცით განსხვავდებიან, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებში არსებობს საერთო მიზნები“ - განაცხადა რუსმა ექსპერტმა.

მისი აზრით, სააკაშვილი და მისი გუნდი გულწრფელად მიჩნევდა, რომ რაც უფრო მეტად იქნებოდნენ რუსეთთან კონფრონტაციაში, მით უფრო მალე მიიღებდნენ ნატოსა და ევროკავშირში.

„თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ პირიქით ფიქრტობს - თუკი რუსეთთან ურთიერთობა ნაკლებად კონფლიქტური იქნება, თუკი საქართველო დასავლეთს არ შეუქმნის პრობლემებს, დასავლეთი ამას დააფასებს და მაშინ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში მიღებს“ - განაცხადა მარკედონოვმა.

ამასთან, რუსი ექსპერტის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნებისკენ გაცილებით შორს წაიწია, ვიდრე თავის დროზე სააკაშვილმა. „ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ სტრუქტურებთან თანამშრომლობის კუთხით საქართველოს ხელისუფლებამ, რასაც სააკაშვილი ვერც იოცნებებდა - უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, ნატოს პრივილეგირებული პარტნიორის სტატუსი“ - განაცხადა მარკედონოვმა.

მისი აზრით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სააკაშვილის ავანტიურების გამეორებაზე არ წავა. „ნებისმიერი ხელისუფლება მოქმედებს არა თავისი სურვილებით, არამედ რესურსების შესაძლებლობით. ამჟამად საქართველოს ხლეიუფლებას სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის გამეორების შესაძლებლობა არ აქვს“ - განაცხადა რუსმა პოლიტოლოგმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა