ვითიბი ბანკი საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს

„ვითიბი ბანკი“ საკრედიტო ბარათზე - VTB Credit Card -ზე აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც განაღდების საკომისიო „ვითიბისა“ და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში 1% -ია (ეფექტური 8.71%-დან), - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საკრედიტო ბარათის საშეღავათო პერიოდი 55 დღეა და მის მთავარ უპირატესობას დაბალი საპროცენტო განაკვეთი და გადახდის მოქნილი პირობები წარმოადგენს.

„VTB Credit Card - ით სარგებლობა შეუძლიათ, 23 – 65 წლამდე პირებს. საკრედიტო ბართის აღება, ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. აქცია სექტემბრის ბოლომდე გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა