2 თვეში საქართველოს მდინარეებში, ტბებსა და ზღვაში 39 ადამიანი დაიხრჩო

მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელ აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 39 ადამიანი დაიხრჩო, ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში მაშველებმა 192 ადამიანი გადაარჩინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მდინარეში 20, ტბაში 11, ხოლო ზღვაში 8 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება გადარჩენილებს, მაშველებმა მდინარეში დაღუპვას 11, ტბაში 36, ხოლო ზღვაში 145 ადამიანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაშველები 24 საათიან მონიტორინგს იმ ადგილებში ახორციელებენ, რომელიც საბანაო ზონად არის მიჩნეული და სადაც დამაგრებულია უსაფრთხოებისა და ამკრძალავი ნიშნები, ტივტივები ზღვაში, რომელიც მოქალაქეებს მიანიშნებს, რომ აღნიშნული ტერიტორიის იქით ცურვა უსაფრთხო არ არის. მათივე თქმით, მაშველები მონიტორინგს არ ახორციელებენ იმ ადგილებში, რომლებიც საბანაო ზონებად მიჩნეული არ არის, მათ შორის, როგორც ზღვისპირეთში, ისე თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე, სადაც უბედური შემთხვევები არასაბანაოდ მიჩნეულ ზონებში პერიოდულად ხდება.

„მაშველები პერიოდულად პრევენციის მიზნით ასეთ ტერიტორიებზე, მაგალითად, თბილისის ზღვაზე მუდმივად საზღვაო ტექნიკით მოძრაობენ, ხშირად აწყდებიან ფაქტებს, რომ მოქალაქეები ბანაობენ ისეთ ადგილებში, სადაც ცურვა აკრძალული, საშიში და სახიფათოა. მაშველები მათ აფრთხილებენ, რომ იქ არ შეიძლება ბანაობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ამ ადგილებში არ ბანაობენ. თუმცა მაშველები აქ 24 საათიან მონიტორინგს არ ახორციელებენ, მათი მთელი ყურადღება, მთელი რესურსი გადასროლილია იმ ტერიტორიაზე, რომელიც საბანაო ზონად არის მიჩნეული, სადაც არის ბევრად მეტი ხალხი და ხდება იმის მონიტორინგი, რომ ვინმე საფრთხეში არ აღმოჩნდეს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს როგორც შავი ზღვის, ისე ე.წ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჯამში 140 მაშველის დამატება მოხდა და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე 200 მაშველი ოპერირებს, ხოლო თბილისის ზღვაზე 100-მდე მაშველი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა