კახა კალაძის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და დამნაშავე კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელსა და გარემოვაჭრეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაპირისპირების გამო ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა თავის არეში დაზიანებები მიიღო და ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული.

„სამგორის რაიონში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელსა და გარემოვაჭრეს შორის რამდენიმე დღის წინ მოხდა ინციდენტი. ფიზიკური დაპირისპირების დროს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა თავის არეში მიიღო მძიმე დაზიანება. იგი ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ძალიან სამწუხარო ფაქტია და მინდა ყველას შევახსენო, რომ ქალაქში გარევაჭრობა არის აკრძალული. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები საკუთარი კომპეტენციის და კანონის ფარგლებში მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა კი განსაკუთრებით ფიზიკური შეურაცხყოფის გზით კანონით დასჯადი ქმედებაა, რომელიც არავის ეპატიება. ამ კონკრეტულ ფაქტს მოყვება რეაგირება. გამოძიება დაწყებულია და კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება დამნაშავე“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო