დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთი მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს კონტინენტალური ევროპისთვის, დიდი ბრიტანეთისთვის და მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„2015 წელს, როდესაც ჩვენ მსოფლიოში არსებულ ვითარებას ვაფასებდით, განვაცხადეთ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვიყავით თუ როგორ განვითარდებოდა შემდგომში მოვლენები. ვფიქრობ, ის გამოცდილება, რომელიც მსოფლიომ შეიძინა 2015 წლიდან, ცხადყოფს, რომ საუბარია საფრთხეზე არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთისთვის, არა მხოლოდ კონტინენტალური ევროპისთვის, არამედ მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

გევინ უილიამსონის თქმით, რუსეთი თავის სამხედრო არსენალს სრულად გამოიყენებს, რათა მსოფლიოს მასშტაბით თავისი ინტერესები გაატაროს.

„ჩვენ სახელმწიფოებს შორის მზარდ კონკურენციას ვხედავთ. ირანი, რომელიც ტერორისტებს აფინანსებს, ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ბირთვულ შეიარაღებას ფლობს, არ დავივიწყოთ ჩინეთი, რუსეთი, რომელიც სულ უფრო და უფრო აგრესიულია და თავის სრულ სამხედრო არსენალს იყენებს თავისი ინტერესების გასატარებლად“, - აღნიშნა მან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო