ადვოკატი - გიორგი ჭანტურია უდანაშაულოა და შსს ცირკს და მასკარადს დგამს

გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ანი კეკენაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და შსს „ცირკს და მასკარადს დგამს“. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციასთან განუცხადა, სადაც საქმის მასალების გადასაცემად მივიდა. როგორც პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებმა მას საქმის მასალები არ გადასცეს და ამის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ საქმის მასალების ასლები ჯერჯერობით არ არის გადაღებული.

„ეს არის ცირკი და მასკარადი, რომელიც დადგმულია მრავალი თვის განმავლობაში და ემზადებოდნენ მოეყვანათ სისრულეში. როგორ შეიძლება სერიოზული განცხადება გავაკეთო და პასუხი გავცე მათ ბრიფინგს, როდესაც არც ერთი მტკიცებულება ამ დრომდე არ აქვს გადმოცემული დაცვის მხარეს. ისინი გამოდიან ტელევიზიის საშუალებით და საზოგადოებას ეჭორავებიან. ის ვალდებულება კი, რაც მათ პირდაპირ გააჩნიათ - გადმოგვცენ მტკიცებულებები, ჯერ კიდევ არ შესრულებულა.

შესაბამისად, მე ვერ გავაკეთებ განცხადებას იმ საკითხებზე, რაც არ წამიკითხავს. მხოლოდ ტყუილები მოვისმინე, რომელიც ადრეც არაერთხელ მომისმენია. მაშინ როცა გიორგი ჭანტურია იმყოფებოდა რუსთავში, შსს მინისტრი გამოდიოდა და საზოგადოებას უყვებოდა, თითქოს ჭანტურიამ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და მიიმალა. მათ ტყუილებზე მე პასუხს არ გავცემ", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ჭანტურიას სახლის ჩხრეკას, ადვოკატის ინფორმაციით,

სახლის ჩხრეკის განჩინება არ არსებობს, ხოლო დაკავების განჩინება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

„გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს, 22:00 საათაზე დააკავეს. ის გადმოიყვანეს რუსთავის სამხარეო პოლიციაში. ვცდილობდი მასთან შეხვედრას დაახლოებით 1 საათის განმავლობაში და მასთან გასაუბრებას, რისი საშუალებაც არ მომეცა. ამის შემდეგ კი ისინი წავიდნენ ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისთვის. ამასთან დაკავშირებით კი სასამართლოს განჩინება არ არსებობს, რომ მათ ჰქონდათ უფლება სახლი მესამედ გაეჩხრიკათ. ეს არის კარგად ორგანიებული გადაწყვეტილება, რაც სისრულეში გუშინ მოიყვანეს. სარდაფის, საიდანაც იარაღი ამოიღეს, კარი არ იკეტება. შესაბამისად, მარტივია იქ შეღწევა", - განაცხადა კეკენაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს.

მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით