მამუკა მდინარაძე - საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილის კანდიდატურა რომ განხილულიყო და მას თანხმობა განეცხადებინა, უალტერნატივო იქნებოდა

ბუნებრივია, ბატონი ბიძინას კანდიდატურა რომ განხილულიყო და მას თანხმობა განეცხადებინა, საბოლოოდ, უალტერნატივო კანდიდატი იქნებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო შედეგებთან მიმართებაში კონკურენტი ვერ ეყოლებოდა. ამასთან, დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი კანდიდატურის წამოყენება თავად არ სურდა.

„ბუნებრივია, ბატონი ბიძინას კანდიდატურა რომ განხილულიყო და მას თანხმობა განეცხადებინა, საბოლოოდ, უალტერნატივო კანდიდატი იქნებოდა, მითუმეტეს, საარჩევნო შედეგებთან მიმართებაში მას კონკურენტი ვერ ეყოლებოდა, მაგრამ ბატონი ბიძინა ამის შესახებ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოთქვამდა. არ სურდა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ის იყო ერთ-ერთი ავტორი იმ იდეისა, რომ კანდიდატი უნდა იყოს ზეპარტიული. „ქართული ოცნებაც” ამ იდეას მხარს უჭერს და ვინაიდან ჩვენ გვგონია, ვფიქრობთ და ჩემი აზრით, სწორად მიგვაჩნია, რომ ზეპარტიული კანდიდატი არის პრეზიდენტის როლის სწორი აღქმა, რომელიც ჩვენ ახალ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, ხაზგასმით მხარს დავუჭერთ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს. ჯერ ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა