მამუკა მდინარაძე - არ ვიცი, რა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა, ჩემთვის მიუღებელია ის, რომ საქართველო აგრესორია და ომი მან დაიწყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ იცის, აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა რა კომენტარი გააკეთა, თუმცა შეფასება, რომ „საქართველო აგრესორია და ომი მან დაიწყო“, მისთვის მიუღებელია.

დეპუტატის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ აგვისტოს ომის პერიოდში მაშინდელი ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო, შესაძლებელია, თუმცა, მისი თქმით, ის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, გადახედვას არ ექვემდებარება.

„პირველი - „ქართულ ოცნებას” არ დაუფიქსირებია არც ერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა. მეორე - ზოგადად, მე არ ვიცი, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქალბატონმა სალომემ რა კომენტარი გააკეთა, თუმცა, ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, ჩემთვის ნებისმიერ შემთხვევაში ის, რომ “საქართველო აგრესორია და ომი მან დაიწყო”, არის მიუღებელი, მითუმეტეს, რუსეთთან - ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით. კი, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო, შესაძლებელია, გარკვეულ ნაწილში, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ და ეს ამბავი გადახედვას ბუნებრივია, არ ექვემდებარება”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ომი რუსეთმა საუკუნის წინ დაიწყო, თუმცა 2008 წლის საომარი მოქმედებები - საქართველომ.

„ჩვენ იმ დროს (2008 წელს) ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო