დავით გაბაიძემ და უმაღლესი საბჭოს წევრებმა პოლონეთის ქვემო სილეზიის სეიმიკის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა პოლონეთის ქვემო სილეზიის სეიმიკის (პარლამენტის) ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლეს სეიმიკის თავმჯდომარის პაველ ვრობლევსკის მეთაურობით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპულიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 12-კაციანი დელეგაცია, აჭარის რეგიონში საპასუხო, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

„როგორც ცნობილია, ქვემო სილეზიის სეიმიკმა, ახლახანს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ოფიციალური დოკუმენტის მიღების ღონისძიებას ესწრებოდა დავით გაბაიძე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის თანადგომისათვის პოლონელ კანონმდებლებს გულითადი მადლობა გადაუხადა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართული შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო - ქართველმა და პოლონელმა კანონმდებლებმა პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს. დავით გაბაიძის შეფასებით, ქვემო სილეზიის სეიმიკმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებით საერთაშორისო სამართალში უპრეცედენტო, ისტორიული მაგალითი შექმნა.

თავის მხრივ, საქართველოსადმი პოლონეთის დამოკიდებულებაზე ისაუბრა დელეგაციის ხელმძღვანელმა პაველ ვრობლევსკიმ. მისი განცხადებით, სეიმიკმა რეზოლუციით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და ინსტიტუტს შეახსენა, რომ მსოფლიო ვალდებულია მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. პაველ ვრობლევსკიმ შეხვედრის მონაწილეებს რეზოლუციის ტექსტი გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ გზავნილი პოლონეთიდან საქართველოს დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

შეხვედრაზე მხარეებმა, აგვისტოს ომის შეფასების პარალელურად, სამომავლო თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს, გაცვალეს საჩუქრები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ბმული:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა